სიონი

Wednesday, July 21, 2010

სივრცული ფიგურების მოცულობის გამოთვლა ბაზილიკური ტიპის ისტორიული ძეგლის – ბოლნისის სიონის მაგალითზე

თემა
: ,,სავრცული ფიგურების მოცულობის გამოთვლა ბაზილიკური ტიპის ისტორიული ძეგლის – ბოლნისის სიონის მაგალითზე“

მიზანი: 1.ამ პროექტის მთავარი მიზანია მოსწავლეებმა თეორიული ცოდნა დააკავშირონ პრაქტიკულ აზომვებთან და გამოთვლებთან.
2.წარმოადგინონ ტაძრის მაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიერ თვალსაჩინოების შექმნის უნარის ჩამოყალიბებას.

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეებმა უნდა მოიძიონ მასალები ბოლნისის სიონზე, ჩაატარონ მიახლოვებითი გაზომვები და გამოთვალონ ტაძრის მოცულობა.

პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილე მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ სამუშაო ჯგუფებს, გაინაწილებენ საკითხებს და იწყებენ კვლევებს: დაწერენ ფიგურებს, რომელსაც იცნობენ და იციან მათი მოცულობის გამოსათვლელი ფორმულები, მოიძიებენ მასალებს ბოლნისის სიონზე სხვადასხვა საშუალებებით(ინტერნეტი, ისტორიის სახელმძღვანელო, ენციკლოპედია და ა.შ.), წარმოადგენენ გეგმას თუ როგორ შეძლებენ გაზომვების ჩატარებას, ამ დროს რა წინააღმდეგობა შეიძლება შეხვდეთ და როგორ გადაჭრიან წარმოქმნილ პრობლემას.

მონაწილეთა ასაკი: 15 – 16 წელი

ვადა: 2 – 4 თვე


პროექტის შესაძლო აქტივობები: ჯგუფებში მუშაობა, კვლევები, გაზომვები, პრეზენტაცია, მსჯელობა, დისკუსია, ექსკურსია, ვიდეო.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები თეორიულ ცოდნას აკავშირებენ პრაქტიკულ გაზომვებთან და გამოთვლებთან, სწავლობენ ურთიერთთანამშრომლობას, მსჯელობის, დისკუსიის და მოსმენის კულტურას, სხვადასხვა ელექტრონულ–საძიებო სისტემების გამოყენებას, შესაძლო პრობლემების გადაჭრის გზებს, ტაძრის მაკეტის შექმნას.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/ესგ – სთან კავშირი: 1.საქართველოს ისტორია – ბოლნისის სიონის მოკლე ისტორიული მიმოხილვა, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობ 2.ხელოვნება – ტაძრის ტიპის განსაზღვრა, ნაგებობების ნახაზები ხედებში და ჭრილებში, მოხატულობა, ფრესკები 3.ისტ ტექნოლოგიები – ბოლნისის სიონის ტაძრის შესახებ ყველა შესაძლო ინფორმაციისა
მოძიება ინტერნეტში

პროექტის ხელმძღვანელი: სალომე ბრაჭული